ბრაზილიელმა დიზაინერმა Roberta Ramme-მ შესანიშნავი ავეჯი შექმნა.სურათზე როგორც ხედავთ,ავეჯი აერთიანებს დიზაინში მოთხოვნად სამ ძირითად ელემენტს: სილამაზეს,კომფორტს და ფუნქციას.დიზაინერმა ავეჯი სპეციალურად ტექნიკურ–საზრიან მოზარდებზე გათვალა.აღჭურვა მრავალი ფუნქციით TV, DVD და მუსიკის სისტემასთან ერთად კომპიუტერის მაგიდა მიამაგრა წინ,სადაც მოზარდს აგრეთვე შეუძლია შეასრულოს საშინაო დავალებები და წაიკითხოს წიგნი.
ამ ავეჯის კონცეფცია შთაგონებულია დღევანდელი მოზარდის ღირებულებებზე და მის სათანადოდ განათლებაზე,რაშიც ხელს უწყობს ტექნიკა.ვფიქრობ ეს ავეჯი არის ის რასაც ყველა თინეიჯერი ისურვებდა თავის ოთახში და არც მე დავიწუნებდი,მერე რა რომ გავცდი უკვე ამ ასაკს.
ჩემი ბავშვობის დროს ასეთი ფერები სად იყო… “ცისკარაში” პოლონურ, გერმანულ და რუმინულ საბავშვო ფილმებს რომ აჩვენებდნენ, იქ ვხედავდი ხოლმე ასეთ ფერებში გადაწყვეტილ საბავშვო ოთახებს და მთელი გულით მშურდა.
LikeLike
რა გამახსენე…
LikeLike
მეც არ დავიწუნებდი, ოღონდ იმ ყვავილს გადავღებავდი. 🙂 ჩემს დროს ლამფის დიზაინზე თუ იფიქრებდი, თუმცა სიტყვა დიზაინიც არ ვიცოდი თინეიჯერობის ასაკში. 🙂
LikeLike
ეს ავეჯი ბიჭისთვის მუქ ფერშია გადაწყვეტილი,ის ფოტო სხვა პოსტში მიდევს,მგონი იცი სადაც.ასე რომ ყვავილის გადაღებვაც არ მოგიწევდა.
LikeLike
ra magari raRacaa. mara ase mgonia arc tu ise komfortuli iqneba
LikeLike