ერთ–ერთი ვერსიის თანახმად “მრგვალი მაგიდის” დამაარსებელი მეფე ართური საბრძოლველად მიდის და ქვეყანაში რეგენტად ძმისშვილს მორდრედს ტოვებს,რომელმაც ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა.უკან დაბრუნებულ ართურს მასთან შეტაკება უხდება,სასიკვდილოდ დაჭრილი მოღალატე ასწრებს ბიძის დაჭრას. დაჭრილი მეფე ერთგულ თანამებრძოლებს ლეგენდარულ კუნძულ “ავალონზე” გადაჰყავთ,(აღწერით ძალიან ჰგავს “ჰესპერიდების ბაღს”,)რომელიც გამოყოფილია მდინარით.იქ ცხოვრობენ გრძნეული ქალები რომლებმაც უნდა განკურნონ მეფე.. მაგრამ ართურის ჭრილობები ყოველწლიურად იხსნება.ერთგული მეგობრები ტყუილად ელიან მის გამოჩენას.გადმოცემით იგი “ავალონიდან” განკურნებული უნდა დაბრუნდეს და სათავეში ჩაუდგეს სამეფოს.ამ მითიურ კუნძულ “ავალონს” ვარსკვლავთა კრებული დასცქერის თავზე იგივე “რძიანი გზა”,უფრო ზუსტად “ირმის ნახტომი” რომელიც 12 ვარსკვლავისგან შედგება იგივე პლეადებისგან (ატლანტიდას ტიტანების 12 შვილისგან). კოსმიურ რუქაზე ამ 12 ვარსკვლავთა შორის ყოველ გარკვეული წლის შემდეგ ჩნდება მე–13 ვარსკვლავი.ვერსიის მიხედვით ართურ მეფის “მრგვალი მაგიდა” 12 პლეადის კოსმიური რუქის მიხედვით არის შექმნილი და მე–13 რაინდის ადგილი,რომელიც განგებ ცარიელია დატოვებული,ეკუთვნის იმ რჩეულ რაინდს,რომელიც ყველას სჯობს,სულიერად ყველაზე მაღლა დგას და დაბადებულია ასტროლოგიურად იმ დროს როდესაც ჩნდება ხსენებული მე–13 ვარსკვლავი.შესაბამისად ეს რაინდი იკავებს ცარიელ ადგილს,მან უნდა მოიპოვოს გრაალი.ვარსკვლავთა კრებული კი ძველქართულად “ხომლს” ნიშნავს,რომლის მთაც ერთი შეხედვით უზარმაზარ გაწოლილ გველეშაპს ჰგავს..იქნებ ეს მთაა “ოქროს საწმისის” ანუ გრაალის არტეფაქტის მოდარაჯე გველეშაპი?ამ მთაზე გადასასვლელად მდინარე რიონისა (ფაზისი) და ცხენსიწყლის შესართავი უნდა გადაიარო..ბერძნულ მითოლოგიდან ცნობილია რომ “იოს დავალებით ჰერაკლე უნდა აუყვეს ფასის მდინარეს, მარცხენა მხარეს მიადგეს ქვაბულს,საიდანაც წყალი გადმოედინება,გადააგდოს ეს წყალი და შევიდეს და გაათავისუფლოს პრომეთე”. ხვამლის მთა, როგორც მიჯაჭვული პრომეთე–ამირანის ადგილი,ნახსენები აქვს ჟიულ ვერნს რომანში “შეუპოვარი კერაბინი”–მწერალს რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არასოდეს დაუტოვებია პარიზი საიდან უნდა სცოდნოდა “ხვამლის” მთაზე მიჯაჭვულ პრომეთე–ამირანზე და მთის ზუსტი ადგილმდებარეობა?
“ხვამლი”,რომელსაც უკან კავკასიონის შემადგენელი პირქუში უშბა დასცქერის,კავკასიონს უკან კი ყველასთვის ცნობილი ჰიმალაის მთები თითქოსდა ზურგს უმაგრებს თავისი ლეგენდარული “შამბალა”–თი,მართლაცდა ბევრ საიდუმლოს ინახავს.
ხვამლის მთის საიდუმლო მოთხრობილია დოკუმენტურ ფილმში,რომელიც აწ გარდაცვლილ გურამ გაბიძაშვილის მეთაურობით 2007 წლიდან 2009 წლამდე არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა.
მე მქონდა ბატონ გურამთან საუბრის ბედნიერება,რომელიც ამ ექსპედიციისგან დიდ აღმოჩენას მოელოდა.შესაბამისად ვიცი ყველა ის ნიუანსი რაზეც ფილმში არ უსაუბრიათ.ხვამლზე,ჟამთააღმწერელი “ქართლის ცხოვრება”–ში წერს: “რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები”,შესაძლოა მართლაც არსებობს დღემდე შემონახული განძი,რომლისთვისაც ჯერ არავის მიუგნია და რომელზეც თვით დიდი შოთა რუსთაველი ‘ვეფხსიტყაოსანში” პოემის დასასრულს საუბრობს.
რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჩანდეს ამ განძს ეძებდა ჰიტლერის მიერ გამოგზავნილი საიდუმლო ექსპედიცია, რომელიც უშბაზე სვანი გამყოლის მიერ იქნა დაღუპული.ამ განძის საძიებლად სტალინის მიერ იქნა გაგზავნილი ცნობილი მთასვლელი ალიოშა ჯაფარიძე,რომელსაც ამ მოგზაურობის შემდეგ გმირის წოდება მიენიჭა, თუმცა შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში(სავარაუდოდ უშბის მწვერვალზე ტრავერსის გაკეთებისას)დაიღუპა.ხვამლზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ბრინჯაოსა და რკინის ნივთები, მიწის ზედაპირზე მიმოფანტული მადნის ზოდები,ოქროს მარცვლების ქვიშა,ზურმუხტის ნატეხები ამტკიცებს რომ აქ მეტალურგიის განვითარებული კერაა.სავრაუდოდ აქ მთის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის ცნობილი ხალიბების რკინის მადანი,ქალაქი “არათა”,რომელმაც შუმერების ცივილიზაციის განვითარებაში გარკვეული როლი შეასრულა და კოლხი მედეას სასახლე.
ამ ყველაფრის დასამტკიცებლად,გამოქვაბულში სპალეოლოგების ჩაშვებაა საჭირო თუმცა “ვერძისთავას” გამოქვაბულიდან გადმოსული ჩანჩქერის შეჩერება სავარაუდოდ წლის იმ დროს შეიძლება,როდესაც პლეადებში მე13 ვარსკვლავი გამოანათებს,ეს კი 7 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე ხდება.შესაბამისად მაშინ შევა გამოქვაბულში ის ვინც ‘იხსნის” პრომეთე–ამირანს და განკურნებულ ართურ მეფესაც თან წამოიყვანს.პ.ს. ყველაფრის დაწერის უფლება არ მაქვს,მაგრამ იმის იმედი მაქვს რომ არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება და აღმოჩენებზე უკვე ღიად ვისაუბრებთ.
აჰა.. ხვამლის მთა.
ტომას მელორი ღრმა ბავშვობაში წავიკითხე, მაშინ ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ კამელოტური ისტორიები დღემდე მიყვარს.
ახლა გავქრი – მოგვიანებით უფრო დაკვირვებით წავიკითხავ.
LikeLike
ხომ გეუბნებოდი, დაწერა არ დაიზარო და საინტერესო პოსტი გამოვა მეთქი 🙂
მშვენიერია 🙂
LikeLike
ხო პირადად შენთვის დავწერე) თუ ექსპედიციები აღსდგება,შესაბამისად ბევრად მეტს დავწერ თან ღიად.ასე რომ ხვამლი ერთი პოსტით არ შემოისაზღვრება.
LikeLike
მეც ეს ვიფიქრე – ძალიან ვრცელი თემაა და ცოდოა ერთი პოსტისთვის.
LikeLike
მაგ მითებზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ჯენევრას ვერასდროს ვიტანდი 😦
და არც ლანსელოტს ვამართლებ, რომ მეგობრის ზურგს უკან ასე მოღალატურად მოიქცა 🙂
დანარჩენი არ ვიცი მე :დ
LikeLike
არც ტრისტანსა და იზოლდას?
LikeLike