ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ორდენი მსოფლიოში, რომლის შექმნისა და არსებობის ისტორია ბურუსით არის მოცული.ამ ორდენზე ბევრს წერენ და საუბრობენ,უამრავი ვერსიებიდან ერთ–ერთი ვერსიით ისინი მასონების წინამორბედები იყვნენ..
ოფიციალური ვერსიით კი ვიცით რომ: ორდენის დამფუძნებელი და პირველი დიდი მაგისტრი ფრანგი რაინდი ჰუგო დე პეინი იყო,რომელმაც ორდენი იერუსალიმში მომლოცველების მუსულმანთა შემოტევებისგან დასაცავად ჩამოაყალიბა. ორდენის წესდების მიხედვით წევრები აუცილებლად უცოლშვილო და რაინდული წარმომავლობის უნდა ყოფილიყვნენ,წევრობამდე უნდა დაედოთ უპოვრობისა და მორჩილების აღთქმა,დაეცვათ ბერმონაზვნური წესი და სამხედრო საქმეებისგან თავისუფალი დრო სნეულთა და ღარიბთა მოვლაში გაეტარებინათ,რასაც ნათლად გამოხატავს მათი სიმბოლო ერთ ცხენზე ამხედრებული ორი მხედარი(რაინდი და ბერი).იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II–მ ისინი იმ ადგილას დაასახლა სადაც ოდესღაც სოლომონ მეფის ტაძარი იდგა,შესაბამისად მათ ეწოდათ მეტაძრეები ანუ ტამპლიერები.
ლეგენდის მიხედვით ეს ორდენი შეთავსებით სოლომონ მეფის საგანძურს და გრაალს ეძებდა,არავინ იცის იპოვა თუ არა რაიმე “განსაკუთრებული”,მაგრამ ორდენის ისტორიაში ნათლად ჩანს ერთი ფაქტი– იმდენად მდიდარი იყო რომ თავისუფლად შეეძლო ეყიდა ნებისმიერი სახელმწიფო.მისი მოვალეები ცნობილი ევროპული სამეფო სახლები და წარჩინებულები იყვნენ,აქედან გამომდინარე მყარდება ვერსია რომ მათი ჩამოყალიბებულია დღევანდელი საბანკო სისტემა.
მათ პირველებმა შექმნეს ე.წ. ფულის გადარიცხვის საბანკო სისტემა,შუასაუკუნებში სხვადასხვა ქალაქებში გახსნეს ორდენის მთავარი ბანკის ფილიალები. მოხერხებულობისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთის შედეგად კლიენტებს აღარ სჭირდებოდათ შორეულ გზებზე ქისებით ფულის ტარება, განსაკუთრებით ეს ვაჭრებისთვის გამოდგა მომგებიანი, რომელთაც ცვილისგან დამზადებული “საკრედიტო ბარათები” გააჩნდათ ზედ საკუთარი თითის ანაბეჭდით.
1314 წელს ორდენი რომელიც თავიდანვე(1118 წელს) აღმოსავლური წესით იკურთხა იერუსალიმის პატრიარქის მიერ, გაურკვეველი გარემოების გამო რომის პაპის მფარველობის ქვეშ შევიდა და 2 საუკუნის განმავლობაში პაპს ემორჩილებოდა. სავარაუდოდ ეს იყო ქონების დამტკიცების და ხელშეუხებლობის მცდელობა, რადგან იმ პერიოდში ევროპაში მყარად იკიდებდა პაპი თავისი კათოლიციზმით ფეხს, მონარქიას კი სჭირდებოდა ფული,რომელიც ჰქონდა ორდენს. ისინი განთავისუფლდნენ ყველანაირი გადასახადისაგან.
მაგრამ მიუხედავად პაპის ქვეშევრდომობისა ტამპლიერებმა მაშინ როდესაც პაპის ბრაძენბით ლანგდოკში ქრისტეს სახელით 20 ათასამდე კატარი გაიჟლიტა,მოახერხეს შეეფარებინათ ლტოლვილები და არად ჩააგდეს მისი უწმინდესობის რისხვა.სწორედ მათი სიძლიერისა და სიმდიდრის შედეგად პაპმა კლიმენტი V–მ და საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზმა გადამწყვეტი მძიმე დარტყმა მიაყენეს ორდენს.
ისტორიკოსები და მკვლევარები ორდენის განადგურების ფაქტს არა სახელმწიფოებრივი აუცილებლობით, არამედ ტურფა ფილიპეს სიხარბით ხსნიან,რომელსაც იზიდავდა ორდენის კოლოსალური სიმდიდრე და რომელიც დავალებული იყო მათგან.თუმცა ისტორიკოსი შუსტერი ამტკიცებს რომ,ეს იყო პირადი შურისძიების აქტი.
ფაქტი 1.ფილიპემ ვერ შეძლო,ეპატიებინა ტამპლიერთათვის ის,რომ ფრანგთა ბატონობის წინააღმდეგ სიცილიის მცხოვრებთა სისხლიანი აჯანყების დროს,ორდენი გვერდში დაუდგა სიცილიელებს და ქმედითი მონაწილეობა მიიღეს ფრანგების ამოწყვეტასა და კუნძულ სიცილიიდან მათ განდევნაში (1282 წ).
ფაქტი 2.ფრანგი ტამპლიერები ფილიპესთვის ყოველთვის იყვნენ “ლოდი საცთურისა” რადგან უარს ამბობდნენ, საკუთარი ინტერესები მისი ინტერესებისთვის შეეთანხმებინათ.მეფის ინტერესებში კი იმავე შუსტერის ცნობით,შედიოდა “სამეფო ძალაუფლების გაძლიერება,მისწრაფება სახელმწიფოებრივი ერთობისკენ”..
მაგრამ საფრანგეთის მეფე თუ ძალაუფლებისა და მმართველობის ერთობისკენ მიისწრაფოდა “ტამპლიერთა ორდენს მთლიანად დამორჩილებული ჰყავდა მიწათმფლობელნი,თავადაზნაურნი და გლეხები,რომლებიც მას გადასცემდნენ თავიანთ ქონებას და უარს ამბობდნენ პირად თავისუფლებაზე,რათა ორდენის მფარველობით თავი აერიდებინათ მეფის მოხელეთა უხეში გამოძალვებისგან”.
ფაქტი 3.ამბობენ რომ მეფემ ორდენის უკანასკნელ ყველაზე ძლიერ და მკაცრ მაგისტრს ჟაკ დე მოლეს შვილის მონათვლა და ორდენში მიღება–ხელდასხმა სთხოვა რაზეც უარი მიიღო.
რაც არ უნდა იყოს ფაქტია რომ ფრანგ მონარქს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა,ძირფესვიანად ამოეძირკვა ძალაუფლების მოყვარე მძლავრი ორდენი, რომელიც ეწეოდა მევახშეობას და არ იცავდა სახელმწიფოს ინტერესებს, ხელთ ეპყრა მიწათმოქმედთა კლასი, ამხედრებდა მათ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და შუსტერის სიტყვებით წარმოადგენდა “სახელმწიფოს სახელმწიფოში”, რის გამოც ტამპლიერთა ორდენი საკმაოდ სერიოზულ მოწინააღმდეგე ხდებოდა ნებისმიერი ქვეყნისთვის და შეუძლებელი იყო ასეთი ვითარება რომელიმე სახელმწიფოს მოეთმინა.
ყოველივე ამას თუ დავუმატებთ ორდენის კოსმოპოლიტურ ხასიათს, რაც ამყარებდა მათ ერეტიკულ მიმართულებას, მეფეს სჭირდებოდა პაპის მხარდაჭერა, რომელიც 2 საუკუნის განმავლობაში ვერ ბედავდა ხელი აღემართა ორდენზე,რომელიც თავხედურად სარგებლობდა პაპის კეთილგანწყობით.
და აი მეფის წაქეზებით პაპმა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად, კუნძულ კვიპროსიდან გამოიძახა ორდენის უმაღლესი მაგისტრი ჟაკ დე მოლე,რომელიც საფრანგეთში ჩავიდა მთელი თავისი კონვენტით,არქივით და ხაზინით და 1307 წლის 13 ოქტომბერს ტურფა ფილიპეს ბრძანებით მოულოდნელად დაპატიმრებულ იქნა საფრანგეთის ორდენის ყველა წევრთან ერთად.
ჩნდება კითხვა,ასეთი დიდი,მძლავრი ორდენის მაგისტრი რომელსაც თავისუფლად შეეძლო სცოდნოდა პაპისა და მეფის გეგმა,რატომ ჩავიდა მთელი თავისი შემადგენლობით საფრანგეთში და უბრძოლველად ჩაბარდა სახელმწიფოს? ორდენს დიდი შანსი ჰქონდა დაემარცხებინა მეფის არმადა და სათავეშიც კი მოსულიყო, როგორც ეს ოდესღაც სუფისტებმა გააკეთეს არაბეთში,მაგრამ მათ ოდნავი წინააღმდეგობაც კი არ გასწიეს..
ერთ–ერთი ვერსიით ეს იყო შიგნიდან გაყიდული შეთქმულება, რასაც ჟაკი ელოდა, მან დაასწრო მტერს, ყველაფერი ცოდნა,ქონება,ძალაუფლება წინასწარ დაჭერამდე გადასცა თავისივე ხალხს იატაკქვეშ და შესაბამისად მშვიდად ჩაბარდა წევრებთან ერთად მეფეს და პაპს. რაინდებმა გაქცევას სიკვდილი არჩიეს.. იცოდნენ რომ არაფერი ეკარგებოდა ორდენს და გმირულად რაინდის წესდებით უთქმელად დაიცვეს საიდუმლო, თუმცა არსებობდნენ ისეთებიც რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ იატაკქვეშ გადასული თავისიანების შესახებ და მაინც მოკვდნენ,წმინდად დაიცვეს რაინდის წესდება.
საფრანგეთში მე-18 საუკუნეში, გამოჩნდა 1324 წელს შედგენილი საიდუმლო დოკუმენტი – “Charter of Transmission” – სადაც ეწერა,რომ 1314 წლის ამბების შემდეგ ტამპლიერების ორდენმა საიდუმლოდ განაგრძო არსებობა,დოკუმენტი ეკუთვნის ვინმე იოანე მარკუს ლარმენიუსს,რომელიც ამბობს,რომ ჟაკ დე მოლემ, ცოტა ხნით ადრე ვიდრე დასჯიდნენ,ლარმენიუსს თავად გადასცა მაგისტრობა და ორდენის მართვის უფლება.
ამ ვერსიას ამყარებს იტორიკოსების დღევანდელი მასალები,რომლის მიხედვითაც პაპმა და ფილიპემ ვერავითარი სიმდიდრე და რაიმე განსაკუთრებული ვერ ჩაიგდეს ხელთ,სახელმწიფო ხაზინას არაფერი მნიშვნელოვანი არ შემატებია იმ პერიოდში. თუმცა ლაპარაკობენ რომ საიდუმლო გზებით თანამედროვე ტამპლიერები ორდენის “მემკვიდრეები” ვატიკანს უჩივიან და რეაბილიტაციას ითხოვენ. ფინანსისტების შეფასებით მათი ქონება დღეისათვის 100 მილიარდ დოლარს უნდა აღწევდეს.
ქონებაში ძირითადად იგულისხმება უძრავი ქონება,სასახლეები და ეკლესიები,რომლებიც უხვად არის მათ მიერ აშენებული და რომელთა კონფისკაციაც მოახდინა ვატიკანმა 1307 წლის 13 ოქტომბრის დაპატიმრებების შემდეგ.და რათქმაუნდა საფრანგეთის მეფის დიდძალი ვალი რომელიც მას დაუგროვდა.
მაგრამ როგორც გავიგე სარჩელში აქცენტი ამ ქონების დაბრუნებაზე არაა, ძირითადი აქცენტი რეაბილიტაციაზე და ორდენის კონონის წინაშე გამართლებაზეა,რათა მოუხსნან ის ბრალდებები რომელიც თავის დროზე ვატიკანმა წაუყენა მათ.
გადმოცემით ჟაკ დე მოლემ კოცონზე დაწვის დროს საშინელი ცილისწამების გამო დაწყევლა მეფე ფილიპე ლამაზი,რომის პაპი და მეფის ბეჭდის მცველი და მრჩეველი მეფისა სახელად გიიომ დე ნოგარე,რაზეც ტურფა ფილიპემ თქვა:” სანამ დავწვავდი ენა უნდა ამომეგლიჯა”.მაგისტრის სიკვდილიდან ძალიან მოკლე ხანში სამივეს აუხდათ წყევლა.
შეგიძლიათ ინტერნეტში უამრავი ბინძური და ცილისმწამებლური ვერსიები წაიკითხოთ ტამპლიერებზე, შეგიძლიათ ენდოთ პაპის ბრალდებას, რომ ორდენი მწვალებლურ და ერეტიულ ხასიათს ატარებდა, რომ თაყვანს სცემდა თავისქალებს. ჩხრეკისას ტამპლიერთა ტაძრებში აღმოჩენილ იქნა ქალის თავისქალის რელიქვარიუმი. მისი ზედა ნაწილი იხსნებოდა,შიდა ნაწილი მოვერცხლილი იყო და მასში ინახებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილის ნაჭრები და ქალის ძვლები. სწორედ ამის შედეგად დადგინდა რომ თაყვანს სცემდნენ ბაფომეტს–(ეშმაკეული თხის სიმბოლო, გამოიხატება ნახევრად ადამიანის, ნახევრად თხის სახით), რომელიც ძველ გნოსტიკოსებთან მარადისშემოქმედი და ბუნების ღმერთის,პანის სიმბოლო იყო.ეს სიტყვა მცდარი ევროპული ტრანსკრიპციით არის გადმოცემული და სინამდვილეში არაბული სიტყვათშეთანხმებით “აბუფიხამეთ” “სიბრძნის წყარო”–ს ნიშნავს. არაბულ ენაში “შავი” და “ბრძენი” გამოიხატება ერთი ფუძით–ფხ(რომელიც სემიტურ ენებში არ იწერება). ალქიმიაში ერთ–ერთი ფაზა, რომელიც წინ უსწრებს ფილოსოფიურ ქვად ქცევას აღინიშნება “მკვდარი თავის” სახელწოდებით, რომელ პროცესსაც მეორენაირად შესაბამისად ეწოდება “გაშავება”. “თავის სიმბოლოს” სუფიებიც ხშირად ხმარობდნენ, მათი ფრაზა “ოქროს თავი” მიუთითებს ადამიანზე რომელმაც ცოდნა შეიმეცნა. სუფიების განმარტებით ბერძნულ სიტყვა სოფია-სიბრძნესა და არაბული სიტყვა საფა-სიწმინდეს შორის ღრმა კავშირია.ყველამ ვიცით რომ სიბრძნის ქალღმერთი ათენა ზევსის თავიდან იშვა,შესაბამისად კავშირი თავსა(ზევსი) და სიბრძნეს(ათენა) შორის ნათლად შეიმჩნევა.თავს,რომელსაც ტამპლიერები თაყვანს სცემდნენ,ასევე გარკვეული კავშირი აქვს ეგვიპტურ იზიდასთანაც. ერთ-ერთი ვერსიით,იზიდა მხარს უჭერს სეთს და ჰორი ამის გამო თავს ჰკვეთს დედას.იზიდა ხომ ცნობილია როგორც სიბრძნის,ჯადოქრობისა და მაგიის განსახიერება. მაშასადამე, მოკვეთა რა თავი ჰორმა ბრძენი თავი იზიდას,იგი იქცა ,,სიბრძნის თავად”.
აქედან გამომდინარე ჩნდება ვერსია რომ ორდენი ფლობდა რაღაც ცოდნას და შესაბამისად თაყვანს სცემდა მისი გამოვლინების რელიქვიას.
ტამპლიერთა მიმართ ბრალდება ბაფომეტის (ეშმაკის სიმბოლო) თაყვანისცემით არ წყდება,ამბობენ რომ მათ ქრისტეანული სწავლებისა და საეკლესიო წეს-ჩვეულებათა გარეგნულ აღიარებასთან ერთად შეიმუშავეს საკუთარი საიდუმლო მწვალებლური სწავლებაც,რომელსაც მხოლოდ რჩეულებს ანდობდნენ,ამ საიდუმლო სწავლების არსი დუალიზმში მდგომარეობდა,რაც სხვა არაფერია თუ არა ძველი მანიქეველობის განმეორება(მკვეთრად ჩანს “ვეფხსიტყაოსანში”) ე.ი. ორდენი აღიარებდა “უმაღლეს ღმერთს” რომელიც იყო სულისა და სიკეთის შემოქმედი და ასევე “ღმერთს” რომელმაც შექმნა მატერია და ბოროტება .შესაბამისად დაადგინეს რომ საქმე ეხებოდა დაუფარავ სატანიზმს,რომლის ჩანასახები ძველ მანიქეველთა ბუნდოვან ალეგორიებსა და ფილოსოფიურ ხრიკებში იმალებოდა.
მასონი ფიდელი,რომელიც ტამპლიერთა საიდუმლო სწავლებებზე საუბრობს ამბობს რომ: საიდუმლო შეკრებებზე წევრები ქრისტეს უარყოფდნენ, ჯვარს აფურთხებდნენ, კერპს თაყვანს სცემდნენ, ზიარების საიდუმლოს გამოიყენებდნენ როგორც განდობილთა ძმური სიყვარულის ნიშნად.განდობის კანდიდატი ატარებდა სარტყელს “იოანეს სარტყელს” ანუ თეთრი მატყლის თასმას რომლის კერპთან შეხებაც მას თილისმად აქცევდა და იყო ნიშანი იმისა რომ ეკუთვნოდა საიდუმლო კავშირს.
სარტყლის სახელწოდება მიანიშნებდა იოანე ნათლისმცემლის მიმართ პატივისცემას, უმთავრესი დღესასწაულიც ნათლისცემის ხსენების დღე იყო,ფიდელის თქმით იოანე ნათლისმცემლის პატივისცემა გვხვდება მანდაიტების ძველ იუდეველურ სექტაში,რომლის სწავლება შემდეგ მანიქეველებთან გადმოვიდა და თანამედროვე მასონობის ყველა სისტემაში დამკვიდრდა.
რ.შტაინერის აზრით კი მოქმედი ხელდასხმის იმპულსი ორიენტირებული იყო მომავლზე. იგი ტამპლიერებს “წმინდა გრაალის წარმოგზავნილებს” უწოდებდა,რომლებიც ემზადებოდნენ რომ გამხდარიყვნენ წმინდა გრაალის მსახურები,მიეღოთ ხელდასმა გრაალის საშუალებით,რაც გულისხმობს ახალი დროების,მეხუთე პოსტატლანტიკური ეპოქის ანუ ჩვენი დროების მომზადებას.
ორდენში წევრის ხელდასმა ეფუძნებოდა ქრისტესადმი თავგანწირვას,რაც სრულდებოდა შვიდსაფეხურიანი მედიტაციის საშუალებით,ზუსტად ისე როგორც აღწერილია “იოანეს სახარებაში” ფერხთა ბანით დაწყებული, ამაღლებით დასრულებული.შტაინერი ასახლეებს ხელდასმის სამ გრადუსს:
1. “პეტრეს გრადუსი” რაც გულისხმობს ჯვრისგან განდგომას(ეს გახდა ორდენის წინააღმდეგ ბრალდების ერთ-ერთი საფუძველი).
2. “იაკობის გრადუსი” რაც დაკავშირებული იყო ესპანეთის მფარველ იაკობ მოციქულთან(იაკობი დიდ როლს თამაშობდა ესპანელი მავრების წინააღმდეგ ქრისტიანთა ბრძოლაში.არსებობს მისი გამოცხადების აღწერა, სადაც იაკობი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდივით იქნევს შუბს.იგი წინ უსწრებს ქრისტიანულ ჯარს.ესეთი მოვლენები არაბულ წყაროებშიც არის აღწერილი.ეს გადმოცემა ძალზედ წააგავს წმ.გიორგის გამოჩენას დიდგორის ომში).
3. “იოანეს გრადუსი” რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკასთან და რომელიც უნდა იდგეს ნამდვილი ქრისტიანული ნიშნის ქვეშ.
ამ სამ გრადუსში სამი დიდი საფეხური იყო ადამიანის შემეცნებისთვის, პეტრეს საფლავის მოლოცვა იყო რწმენის აქტი, რომლის შემდეგაც საჭირო იყო განდგომის საფეხურის გავლაც სადაც იაკობი აღვივებდა იმედს. იოანეს გრადუსი კი ჭეშმარიტი სიყვარულის რეალიზების გამოხატულებაა. ტაძარში ტარდებოდა ორი ლიტურგია პირველს ყველა ესწრებოდა,ხოლო მეორეს ესწრებოდნენ ის წევრები რომლებიც ოკულტური სწავლების გზით მიდიოდნენ, მათ იცოდნენ რომ მეექვსე კულტურული ეპოქის დაწყებისას მზე იდგება მერწყულის ნიშნის ქვეშ.ესაა იოანეს ნიშანი,რომელიც წყლით ნათლავდა,რათა მოემზადებინა ხალხი ქრისტეს ცეცხლისმიერი ნათლობისთვის,რომ მოვიდოდა იოანე- მერწყული,რომელიც განაახლებდა ტაძარს და ქრისტე კვლავ მიმართავდა კაცობრიობას.
ამ სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებებს და მათ გამართლებებს წერტილს უსვამს ორდენის თავდაპირველი წესდება “თუკი, რომელიმე ტაძრელი ჩამოშორდება აღმოსავლურ ქრისტანობას(NEGOTIO ORIENTALIS CHRISTIANITATIS) და თავისი არყოფნით ვერ მოისმენს საღვთო მსახურებას,მაშინ ცისკრის ლოცვის ნაცვლად წაიკითხოს ღვთის სადიდებელი 13 ლოცვა,ყოველ საათში-შვიდჯერ..ეს ტექსტი მკვლევარებს თავგზას უბნევს,ფიქრობენ რომ აღმოსავლური ქრისტიანობა ტყუილად არ უნდა იყოს ნახსენები რასაც უფრო განამტკიცებს კარგად ცნობილი მართლმადიდებლური ფორმულა რომელსაც თურმე ლიტურგიის დროს წარმოსთქვამდნენ “..QUONIAM TUUM EST REFNUM ET VIRTUS GLONIA I SAECULA”(თვალი შენი მეუფება,ძალა და დიდებაა უკუნითი უკუნისამდე”,რაც ამოღებულია რომის პაპთა მიერ ღვთის მსახურებიდან.
მათი დევიზი კი 113–ე ფსალმუნია: Non nobis, domine non nobis, sed nomini tuo da gloriam.“ნუ ჩუენთჳს,უფალო,ნუ ჩუენთჳს,არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა.”-ეს დავითის ფსალმუნია ძველი აღთქმიდან,გრაალის მისტერია,რომელიც არანაირად არ მიესადაგება სატანისტურ რიტუალების მიმდევარი ორდენის მისიას.
ტამპლიერებს,რომელთაც სურდათ ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის ურთიერთმტრობის მოსპობა, საზოგადოების ტრადიციული სტრუქტურის რეორგანიზაცია, რისი რეალიზებაც ევროპაში ადვილი იყო,მხარი საქმეში კარგად ჩaხედულმა რომის იმპერიის იმპერატორმა ფრიდრიხ II–მ დაუჭირა,რომის დიდი აღშფოთების მიუხედავად იგი კონტაქტებს ამყარებდა მუსულმან ხელდასმულებთან.იმპერატორმა ამ საქმისთვის იტალიის პროვინცია აპულეუსში ქ.ანდრეასთან რვაკუთხოვანი გეგმით,ისევე როგორც ტამპლიერთა სამლოცველოები, ააგო უზარმაზარი ციხე-სიმაგრე კასტელ დე მონტე.რომელიც მოგვიანებით მაღალ საფეხურზე მდგომთა რეზიდენციად იქცა.აქ არც ერთი ოთახი არ ატარებდა უტილიტარულ დანიშნულებას,არ იყო საძინებლები,სასადილოები და სასტუმრო ოთახები.იმპერატორის სიცოცხლეში კასტელ დე მონტე გამოიყენებოდა მხოლოდ სადღესასწაულო შეკრებებისა და ცერემონიებისთვის.ციხის შიგნით შენარჩუნებულია რვაკუთხოვანი გეგმა. ყველა ოთახი განლაგებულია ერთი ცენტრალური ოთახის გარშემო-პატრონის,ასევე რვაკუთხოვანი ოთახის გარშემო.სავარაუდოდ,ეს შუა ოთახი უფრო საიდუმლო იყო,აქედან გამომდინარე,უფრო წმინდა.
მთელი ევრიოპა,პორტუგალია,შოტლანდია,შვეიცარია მათი ტაძრებითაა მოფენილი ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი და საიდუმლოებით მოცული უზარმაზარი ციხე-სიმაგრეა სახელწოდებით ტომარი,ამბობენ მის ქვეშ საიდუმლო გასასვლელები არსებობს,თუმცა დღემდე ხელისუფლება ამის დასამტკიცებლად არავის აძლევს უფლებას არქეოლოგიური გათხრები აწარმოოს.
ტომარის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე იერუსალიმში არსებული უფლის საფლავის ტაძრის ანალოგია,რაც მთელ კომპლექსს უფრო მეტ იდუმალებას მატებს.აქედან გამომდინარე ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ,რომ იქ ინახება ”მარადიული ჭშმარიტების კრისტალი და ”მეხუთე” სახარებაც კი,რომელიც თითქოს იესომ საკუთარი ხელით დაწერა.ცოტა ხნის წინ,კათოლიკურ ბეჭდურ უწყებაში გაზეთ-L’osse Vatore Romano ვატიკანის ისტორიკოს მკვლევარმა ბარბარა ფრალემ,რომელიც პაპის არქივში მუშაობდა,გამოაქვეყნა ერთ-ერთი ტამპლიერი რაინდის დაკითხვის ჩანაწერი.ვინმე ფრანგი არნო შაბატიერი იხსენებს ტამპლიერთა ორდენში გაწევრიანების
წეს-ჩვეულებას,რომელიც ჩატარდა 1287 წელს.მონაყოლიდან ირკვევა, რომ ძმათაგან ერთ-ერთმა ის გაიყვანა საიდუმლო ნაგებობაში,სადაც მას ანახეს გრძელი სელის ქსოვილი,რომელზეც გრძელთმიანი და წვეროსანი კაცის ბუნდოვანი გამოსახულება ჩანდა.ძმებმა შაბატიერს მიუთითეს,რომ მთხვეოდა ტილოზე გამოსახულის ფეხის ტერფებს.მას მერე,შაბატიერს ეს ქსოვილი აღარ უნახავს.
ვატიკანის მკვლევარი თვლის,რომ მოპოვებული დოკუმენტი საშუალებას იძლევა საბოლოოდ გაირკვეს იესოს სუდარის საუკუნენახევრით გაქრობის საიდუმლო.მისი ვერსიით,ტამპლიერებმა ეს ძვირფასი ნივთი გაიტანეს ვატიკანიდან, მაგრამ საზოგადოებას არ გამოუჩინეს და საიდუმლოდ ინახავდნენ,როგორც უდიდეს
სიწმინდეს.1898 წელს იესოს სუდარას გადაუღეს პირველი სურათები.ვატიკანმა გამოუშვა ფურცლები,რომლისშემძენი განთავისუფლდებოდა ცოდვებისაგან(ინდულგენცია).ამ ფურცელზე გამოსახული იყო პაპი პიუს მე-9,იესოს სუდარა და ლოცვა,რომელიც თავად პიუსის კალამს ეკუთვნოდა.საბოლოო ჯამში მიუხედავად მათზე უამრავი ინფორმაციისა,ცილისწამებსია და ლეგენდებისა ისტორიკოსების კვლევებით იკვეთება მთავარი აზრი,ისინი მართლაც ფლობდნენ რაიმე “განსაკუთრებულს” და საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღმოსავლურ ქრისტიანობასთან,რასაც ასევე ამყარებს მათი ქართველებთან კავშირი,რომელზეც შემდეგ პოსტში ვისაუბრებ.
საკამოდ საინტერესო პოსტია, უბრალოდ რაღაცები არის რაც ცოტათი შესასწორებელაი და იმედია არ გაბრაზდები. . 🙂
1) ის რომ ერთ ცხენზე მჯდომი ორი მხედარი სულაც არ ნიშნავს იმას რომ ტამპლიერებს ვალდებულება ჰქონდათ თავისუფალ დროს ბერებისათვის დამახასიათებელი ფუნქციები შეეთავსებინათ, ამ სიმბოლოს სხვა დატვირთვა აქვს და იგი ორდენის სრულ დასახელებას უკავშირდება რაც დაახლოებით ასე ჟღერს „ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღარიბი ქვეშევრდომები“ / “Pauperi commilitiones Christi Templicue Salomoniacis” მაგ სიმბოლოზე კარგად თუ დააკვირდები ორივე ფიქურას აქვს საბრძოლო ფარი და საბრძოლო შუბი, მთავარი აზრი კი ის არის რომ სიტყვა ღარიბის დასადასტურებლად 2 ტამპლიერი ერთი ცხენით იბრძვის . . . . ჰო რათქმაუნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ბერ-მონაზვნური ცხოვრებით არ ცხოვრობნენ, უბრალდო ეს სიმბოლო სხვა რამეს აღნიშნავს. . . .
ჰო კდიევ რაც შეეხება თვითონ ორდენის შექმნას, როცა მასზე საუბრობ არ უნდა გამოგრჩეს ბერნარს კლერვონელი, ზოგ წყაროში კლერვოელი, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ორდენის გაძლიერებასა და ზოგადად მისი იმ სახით ჩამოყალიბებაში რომლითაც იგი მისი ძლევამოსილების ხანაში გვევლინება . . .
ზოგადად კი ძალიან კარგა რომ ამ თემაზე დაწერე და თუ გააგრძელება აუცილებლად წავიკითხავ ხოლმე 🙂
LikeLiked by 1 person
სამართლიან შესწორებებზე არ ვბრაზდები)
ვიგულისხმე რომ ტამპლიერ რაინდს არ ჰქონდა კერძო საკუთრება.რაც გააჩნდა, ეკუთვნოდა ორდენს.ტამპლიერთა ორდენი მდიდარი იყო, მაგრამ ამავე დროს თითოეული ბერი-რაინდი-ღარიბი და შესაბამისად ორდენის ბეჭედზე ამოტვიფრული ცხენზე ამხედრებული ორი მეომარი, სიღატაკეს, ან ბერისა და მეომრის ორობითობას გამოხატავდა.
თუმცა შენ მიერ გამოთქმული შენიშვნა მიღებულია რადგან ტექსტი ცოტა დამაბნეველად შემიდგენია)
რათქმაუნდა წმ. ბერნარ კლერვონელი,რომელიც მკვიდრი ბიძაა თავდაპირველი ორდენის 9 რაინდიდან ერთ–ერთის : Hugo De Payne (ჰიუგო დე პეინი), Godefroid de Saint-Omer (გოლდფროიდ დე სეინტ-ომერი), Andre de Monbar (ანდრე დე მონბარისა), Gundomar (გუნდომარი), Roland (როლანდი), Zhoffrua Bizo (ჟოფრუა ბიზო), Payne de Mondide (პეინ დე მონდიდი), Arshambo de Saint-Amand (არშამბო დე სეინტ-ამანდი) უდიდესი გავლენის პიროვნებაა ევროპის სახელმწიფოთა კარზე.
იგი 1128 წლის 14 იანვარს ტრუაში მოაწყობილ ყრილობაზე,სადაც რომის პაპმა გონორეუმ II-მ ოფიციალურად აკურთხა “ტაძრის ორდენი”, მისი სტატუსი და ჰიუგო დე პეინი ორდენის მაგისტრად დანიშნა. სტატუსისა და წესების გამოცხადებას ესწრებოდა. მან ამავე წელს ორდენს მიუძღვნა ტრაქტატი “ქება და დიდება ახალ ორდენს” (“De laude novae militiae”), სადაც ის რაინდებს მოიხსენიებდა, როგორც სუფთა სისხლის ადამიანებს და ღირსად ამ ორდენის წევრობისა,რადგან ცხრავე წევრი ორდენისა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხაზით მიეკუთვნება დასავლეთის დავითიანურ საგვარეულო დინასტიას (მეროვიგები),იმ პერიოდში უდიდესი, ხაზს ვუსვამ უდიდესი ყურადღება ექცეოდა საგვარეულო დინასტიას.მით უფრო დავითიანურ-სოლომონიარულ წარმომავლობას, რომლებიც თავს ქრისტეს სისხლისმიერ ნათესავებად თვლიდნენ და უდიდესი უფლებები ჰქონდათ იერუსალიმზე და ქრისტეს საფლავის ვექილობაზე.
LikeLike
ეს პოსტი კარგად უნდა წავიკითხო.
დრიუონის “დაწყევლილი მეფეები” გეცოდინება შენ… პირველად მანდ შევხვდი მოლეს და ტამპლიერებს.
LikeLike
წაკითხული მაქვს,საინტერესოდ ააგო ეს სიუჟეტი დე მოლეს “წყევლაზე” ))
LikeLike
სერიოზული ბლოგი გაქვს, ანუ ჩემი ფავორიტი ბლოგების კატეგორიას ეკუთვნის. ხო და ვეღარ მომიცილებ ხოლმე თავიდან:))))
LikeLike
ძალიან გამახარებ)
LikeLike
ძალიან საინტერესო პოსტია
განსაკუთრებით დამაინტერესა “იოანეს სარტყელის” ანუ თეთრი მატყლის თასმის სიმბოლომ. გრიგოლ ფერაძე წერდა რომ შუასაუკუნეებში ქართველებს “სარტყლის ქრისტიანებს” უწოდებდნენ. თურმე იმიტომ რომ “წმ გიორგიმ თავისი სარტყელით შეკრა გველეშაპი და ქალწულს გადასცა”, ანუ ქართველებთან მიმართებაში ქამარი წმ გიორგის კულტთან იყო დაკავშირებული,
ისე, ტამპლიერების ტანსაცმელიც წმ გიორგის სამოსის იდენტურია, ანუ რაღაც ფარული კავშირები არსებობს.
LikeLiked by 1 person
კი აშკარად ბევრი ფარული კავშირები არსებობს.სხვათაშორის გნოსტიკოსების გველის სიმბოლო გეცოდინება,ეგეც სარტყელს წააგავს,მითუმეტეს რომ უპირატესებს წელზე ჰქონდათ ტატუირებული.
LikeLike
საინტერესო პოსტია. ამ თემაზე ინფორმაცია ამხელა მოცულობით და თან ქართულად არსად არ შემხვედრია 🙂
LikeLiked by 1 person