საკუთარი სივრცე
სახლები ყველაზე ინტიმური რამ არის. ადამიანები შეიძლება ნანახი არ გყავდეს, მაგრამ მათი სახლის მიხედვით ზედმიწევნით წარმოიდგინო როგორები არიან ისინი. რა უყვართ, რა სძაგთ, რით ერთობიან, როგორ ცხოვრობენ, რაზე ფიქრობენ და რაზე ოცნებობენ. არ შეიძლება იფიქრო იმაზე რომ სახლი მხოლოდ ღამის გასათევი ან წვიმის და სიცივისგან თავ შესაფარებელი ადგილია. სახლი ცალკე სამყაროა, შენი სამყარო, სადაც მხოლოდ იმათ უშვებ (დაუპატიჟებელი სტუმრებიც კი არსებობენ, მაგრამ ძირითადად..) ვინც გიყვარს, ვისაც უფლებას აძლევ რომ შენ სულში ცოტათი მაინც ჩაიხედოს, ვისაც შენ სივრცესთან ერთად ცოტაოდენ ემოციასაც უზიარებ.
მე მინდა სახლი რომ იქიდან არსად გავიქცე
შეიძლება ახალგაზრდული სენია, შეიძლება არც არის სენი, მაგრამ მე ხშირად მინდა სადმე გავიქცე. არა, სახლიდან კი არა, ალბათ უფრო სახლში. ჩემ სახლში, რომელიც მე ავაშენე. ყველა დეტალი ჩემია და ჩემზე რაღაცას ყვება, ყველა კედელთან ერთხელ მაინც მისაუბრია, ყველა აგურმა იცის როდის რას ვგრძნობ, როდის რა მტკივა და რა მახარებს. ჩემ სახლში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩემ სახლში მე და ჩემი სამყარო ვართ, ის სამყარო, რომელსაც მე ვქმნი და რომელშიც არ არის ადგილი გარესამყაროს უარყოფითი თვისებებისთვის.
SOMEWTERE ONLY WE KNOW
სად უნდა იყოს ჩემი ოცნების სახლი? იქ, სადაც დუმან პირამიდები, ანდა იქ სადაც ქარიშხალია?
არ ვიცი, მაგრამ ალბათ უფრო იქ, სადაც სიმშვიდეა. სადაც ირმები არიან, ციყვები, ზღარბები, სადაც თოვს, სადაც მთებია, ტყეა, ხეები. „ხე მაინც შენზე ლმობიერია, ყველა შემთხვევაში, ფოთლებს დაგაყრის, მიწას დაგირბილებს…“
რომლის მისამართიც მათ იციან მხოლოდ
არ მინდა ზედმეტი ნივთები, ზედმეტი ავეჯი, ადამიანები, ყოფიერებები. მე მინდა მქონდეს თეთრი სახლი. არა, ის თეთრი სახლი არა. მე მინდა მქონდეს მყუდრო თეთრი სახლი, რომლის მისამართიც პერიოდულად ახსენდებათ სასურველ სტუმრებს. თეთრი ავეჯი და კედელზე მხოლოდ მიკის ფოტოები. არ მინდა მდიდრული სახლი, არც ღარიბული სახლი. ჩემებური სახლი მინდა.
პ.ს. ყველაფერს პოსტში ვერ მოყვები. სხვა დანარჩენისთვის ფოტოები არსებობს
პ.პ.ს. სული გამოვაყოლე ამ გალერეას
ფსიქე,შენ ჩაწვდი ჩემი პროექტის,იდეის არსს)
LikeLike
ეს ჯერ კიდევ Coffee Times-ში წავიკითხე.. მომწონს.. და ეს სახლებიც მინდა :დ
LikeLike
მე მიყვარს ფერადი სახლები.
აი, როგორც სკანდინავიაში უყვართ.
ზემოდან რომ დახედავ, ლეგოთი აწყობილი გეგონება. 🙂
LikeLike
ისე, რა უცნაურია – ფსიქე ძააააალიან დიდი ხანია ტოპში არ მინახავს. სხვის ბლოგზე გესთ-პოსტით კი ეგრევე მოხვდა 🙂
გამოდის რომ, ხალხი კითხულობს ბლოგებს და არა ავტორებს? 🙂
LikeLike
რა გამოვიდა რომ ფაიფურის ანგელოზის ბლოგს კითხულობენ და ავტორი ვინ არის არ აინტერესებთ? ბევრი მკითხველი ნამდვილად არ მყავს,მაინც მგონია ავტორებს უფრო კითხულობენ და ეს ფსიქეს დამსახურებაა)
LikeLike
სახლი ჩემი ციხესიმგარეა:)
LikeLike