მეზღაპრედ ცნობილი რეჟისორი,რომელიც მისი თქმით ესპანეთისთვის ძალიან ცუდ, მაგრამ კინოსთვის ძალიან კარგ ეპოქაში დაიბადა და რომელმაც მოღვაწეობა ფრანკოს რეჟიმის შემდგომ თავისუფალ, დემოკრატიულ ესპანეთში დაიწყო და სულ მალე ესპანური კინოს სინონიმად მოგვევლინა, თურმე შაკიკით ყოფილა დაავადებული.
“თავის ტკივილი,წლებია მაწუხებს,ეს ჩემი ოჯახიდან მოდის,მამის მხრიდან გენეტიკური საჩუქარია…”
2009 წელს გამოსული ფილმის “შეწყვეტილი ამბორის” იდეაც მორიგი თავის ტკივილის დროს მოუვიდა.ალბათ ტკივილების დროს იმდენად მარტო გრძნობდა თავს რომ, მარტოობის შიშის გააზრებამ დააწერინა ფილმის სცენარი და ალბათ ამიტომაც არის რომ ფილმები რომლებსაც ის თავისი დაწერილი სცენარის მიხედვით იღებს მუდმივი კრიტიკის და განსჯის საგანი ხდება, იგი ხომ რეალობას ცინიზმის საბურველში ხვევს, ტრაგიზმით კმაზავს და შეჯამებული მასალით სახალხოდ დასცინის მათ ვინც ვერაფრით იგებს თუ რისი თქმა სურდა რეჟისორს ამა თუ იმ ფილმით.
შაკიკი კი როგორც ამბობენ გენიოსების დაავადებაა და რა გასაკვირია,რომ ამ ექსცენტრული რეჟისორის ნაფიქრი ყველამ ზუსტად ისე ვერ გაიგოს როგორც ჩაიფიქრა.
ჰოდა მეც სხვათა მსგავსად გუშინდელ საღამომდე მოყოლებული ვფიქრობდი ასე ძალიან რატომ უყვარს ამ კაცს აჯაფსანდალის შექმნა,სადაც ვერ გაიგებ რომელ სქესს ანიჭებს უპირატესობას,ზოგნი ამბობენ იგი ქალების ფსიქოლოგიის კარგი მცოდნეა,ქალები უყვარს,მამაკაცები კი სძულსო.ფილმის “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” პრემიერაზე გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული მისი სიტყვები:
„მამაკაცები, როგორც პერსონაჟები, მაშინებენ. ყოველთვის არის საშიშროება,საკუთარ თავს მიამსგავსო რომელიმე. თანაც,რვა წლამდე მე ქალების გარემოცვაში გავიზარდე.შეიძლება ამიტომაცაა, რომ ძლიერ სქესს ჩემს ფილმებში სწორედ ქალი გამოხატავს. მამაკაცი კი,როგორც წესი, ნაძირალას განასახიერებს.“
ჩემთვის მაინც არადამაჯერებლად ჟღერდა,სულ მეგონა რომ იგი სადღაც რაღაცას ტყუის.ფილმებში სადაც მამაკაცები ერთმანეთს კოცნიან და ამის გამო ქალები იტანჯებიან,შემდეგ კი სუიციდს მიმართავენ ვერაფრით დავინახე ძლიერი ქალი და ნაძირალა მამაკაცი,ვერც ქალებისადმი სოლიდარობა თუ სიყვარული, უმეტესად ვხედავდი ტრანსსექსუალებს და მათი ფსიქოლოგიის დეგრადაციას გნებავთ ტოლერანტობა დავარქვათ,რადგან მისი ფილმები ზუსტად ისე მთავრდება როგორც ზღაპრებში: “ჭირი იქა.ლხინი აქა,ქატო იქა,ფქვილი აქა” სასწაულის ძალით სიკეთე ბოროტებას ამარცხებს,ცინიზმი და ტრაგედია კი ისევ ადგილზე რჩება.ასე ვფიქრობდი მანამ,სანამ არ ვიხილე ფილმი “კანი, რომელსაც შევეზარდე” (La piel que habito).ამ ფილმს დიდხანს ველოდი,ჯერ კანის კინოფესტივალზე გაკეთებული განცხადებით დავინტრიგდი და შემდეგ გოგი გვახარიას “რეცენზიით”. ვნახე და როგორც უკვე გითხარით გუშინდელი საღამოდან მოყოლებული ვზივარ და ვფიქრობ: ეს უკვე აჯაფსანდალი აღარ არის,აქ ნათლად ჩანს რომ იგი მამაკაცს ძალადობის იარაღად აღიქვამს,ქალს კი თანაგრძნობას უცხადებს,მაგრამ მე აქ ვერ ვხედავ ემოციებს,ვერავის მიმართ ვერ ვგრძნობ თანაგრძნობის სიმპტომებს და რატომ? პრინციპში ფილმის დასასრულს გაელვებული წინადადება: საწყალი ნორმა- უკვე თანაგრძნობაა.
საბოლოო დასკვნით კი ეს ყველასთვის ცნობილი რეჟისორი პედრო ალმადოვარი სულაც არ არის ხაზგასმით ქალების მოყვარული,ამ ფილმით იგი სულაც არ ცდილობს მამაკაცის ნაძირალად ჩვენებას, მის მიერ ნაჩვენები სექსი სულაც არ არის მამრის მდედრზე დომირინება,ეს ცხოვრებაა რომელსაც ცხოველური საწყისი აძლევს დასაბამს,აქ მნიშვნელობა არ აქვს სქესს,მოძალადე ქალიც შეიძლება იყოს,რასაც ფილმის დასასრულს ქალის სხეულში გამარჯვებული კასტრირებული მამაკაცის პიროვნება ცხადყოფს (პიროვნებას გნებავთ სულს ხომ სქესი არ გააჩნია).მიუხედავად იმისა რომ რობერტის სახით ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის შურისმაძიებელი გამოიჩეკა, რაც ვინსენტის,მოძალადე მამრის კასტრაციაში და მის ქალად ქცევაში გამოიხატა,ქალის რომელსაც ამიერიდან მამაკაცთან უნდა ჰქონდეს სქესობრივი კავშირი,პედრომ ძალადობა სასტიკად დაგმო,მაინც ცხადია მისი მესიჯი: ჰუმანური ვერცერთი სქესის ტყავში ვერ იქნები თუ ორივე არ გაითავისე.
და შეიძლება ჩემი შედარება მკრეხელურად მოგეჩვენოთ მაგრამ ამ ყველაფრის გააზრების წამსვე პეტრესთვის ქრისტეს მარიამ მაგდალინელზე ნათქვამი გამახსენდა: ” მასში ქალი და კაცი ერთ კარავში სხედან”,ე.ი. ის სრულყოფილია.პ.ს. ამჯერად ვინსენტი არ არის სრულყოფილი,მაგრამ პედრო ალმადოვარს კი ნამდვილად მიაჩნია საკუთარი თავი სრულყოფილად,თუმცა ჩემთვის მაინც მოძალადეა რადგან ამ მესიჯის გატარებისთვის ის უფლებას იტოვებს თავის ფილმებში ორივე სქესის მორალზე ირონიით გვესაუბროს.
არ მინახავს ეს ფილმი, რამდენჯერმე გულგრილად ჩავუარე აფიშას და ახლა დამაინტერესა…
LikeLike
როგორც ყოველთვის პირველი ხარ) ნახე და მერე აუცილებლად გამიზიარე შენი შთაბეჭდილება.
LikeLike
ვაიმე, მოლ, ნახე აუცილებლად 🙂 (დღეს შემოვირბენ შენთანაც. ახალ პოსტს მოვკარი ამ დილით თვალი, მაგრამ გამოცდაზე გავრბოდი )
ფაიფურო, წაგიკითხავ ცოტა ხანში და ჩემს აზრსაც გადმოვაფრქვევ ცოტათი :))
LikeLike
გელოდები,მგონი პირველად ხარ აქ და კეთილი იყოს შენი სტუმრობა.
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია. ბრავო!!!
ფილმი მართლაც განსხვავებულია და ეს ნამდვილად პედროს ხელწერაა.
მე მაინც ქალების რეჟისორად ვხედავ მას.
LikeLike
არც ეს იქნება შეცდომა,რადგან პედრო ქალების მეშვეობით ახერხებს ორივე სქესის მორალზე საუბარს.
და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ფაიფურის ანგელოზთან)
LikeLike
კი, ორივე სქესს გადაუვლის ხოლმე გვარიანად 😀
პირველი??? მართლა??? ვაა, არ ვიცოდი. რატომღაც მეგონა, რომ აქამდეც ვტოვებდი აქ კომენტარს. წავიდა გრ-ში. 🙂
LikeLike
კი, პირველად ვარ აქ, და რატომ არ ვიცი 🙂
ამ ფილმს რაც შეეხება, ძალიან მომეწონა.
მთლიანად სუსტი სქესი გათავისებული ჰყავს. ძალადობის სცენა იმდენად ემოციურად აქვს აღწერილი, ლამის ცრემლები წამსკდა. ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი არამარტო თითოეულ გმირზე, არამედ ყველა დეტალზე.
ძალიან მომეწონა დახეული კაბები, გაუპატიურების სცენა. საინტერესოა, რამდენად ბევრი იმუშავა თავად ქირურგმა კანის შექმნაზე. ეტყობა, იმთავითვე ფიქრობდა მსგავს შურისძიებაზე, რომ ოდესმე მასთან სექსი უნდა ჰქონოდა. კანი ცეცხლგამძლედ შექმნა, და თავისთვის ყველაზე სასურველ ქალს დაამსგასა. ერთგვარი დაცინვაა თითქოს ის რომ ფინალში ვინსენტი იმ კაბას იცვამს, რომელსაც თავის ჰომოსექსუალ მეგობარს სთავაზობს (და ფილმის ჩემეული განგრძობით, ეს ორი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთთან დავაკავშირე ). როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, მართალია იტყუება ალმადოვარი, როცა ასეთ სიუჟეტს გაჩვენებს, მთლიანად ფანტაზიის ნაყოფია კანის მისეული შესაძლებლობები, გამოზრდა და გადანერგვა, ფაქტიურად ვერსად ვნახავთ ასეთ შემთხვევას, მაგრამ იქვე, დროის რეალურობით, ანუ დროის ჩვენებურობით ამაში გარწმუნებს, თითქოს ნიშნს გიგებს- აი, ნახე, ეს ჩვენს დროში ხდება, მე არაფერს გატყუებო.
ბევრ დეტალზეა სასაუბრო, თუნდაც დედის ისტორიაზე, კედლის სურათებსა და კედელზე დახატული ძაღლისსახლისთავიან ადამიანებზე, მაგრამ პოსტზე გრძელი კომენტარი გამოვა, და თან ახლა წესიერად ვერც ვაზროვნებ, ნასვამი ვარ ცოტა, წერას და აზროვნებას არ მაცდიან და მეძინება კიდე მაგრად.
ბოლოს, მინდა ტრეკი დავდო, ყველაზე დიდი გავლენა რომ მოახდინა ჩემზე და ფილმი მეორედაც შემაყვარა :))
LikeLike
მშვენიერი კომენტარია.მე როდრიგოს სახლის ინტერიერი მომწონს და ის სცენა დაკუწული კაბის ნაჭრებით რომ არის მთელი ოთახი მოფენილი. აი მანდ ჩანს რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს,ძალადობა ყველას მიმართ შეიძლება განხორციელდეს თუ მორალის ჩარჩოებს გაცდენილი ხარ.ამ ფილმში კი ნორმას გარდა ყველა მოძალადეა
LikeLike
ნორმა საინტერესო სახელია, ტყუილად არ ჰქვია მაგ ქალს. როდრიგოს სახლის არამარტო ინტერიერი, მოწყობილობაც და დასურათებაც საინტერესო ჰქონდა. დახეულ კაბებში ეგეც ვიგულისხმე :))
LikeLike
მუსიკის შერჩევა არასოდეს ეშლებოდა პედროს 🙂
LikeLike
ძალიან საინტერესო პოსტია
დამაინტრიგე,ვეცდები ვნახო ფილმი.
LikeLike
შეგიძლია ამირანში ნახო და აუცილებლად ნახე,შენი აზრიც საინტერესო იქნება.
LikeLike
ძალიან, ძალიან კარგად წერ!
მიიღ ჩემი გულწრფელი კომპლიმენტი.
ფილმისთვის ასეთი თვალით არ შმიხედავს და შევცდი. დამაფიქრე…
LikeLike
მადლობა რომ მოგეწონა.საინტერესოა შენ როგორ აღიქვი?
ფაიფურის ანგელოზთან პირველად ხარ,ხშირად შემოიარე გამიხარდება შენი სტუმრობა.
LikeLike
ბოლოს ნამდვილად იგრძნობოდა ალმადოვარი^^
LikeLike
წიგნი მაინც არ გქონდეს წაკითხული 😦
გოგის იმ რეცენზიაში უწერია, წაკითხული მქონდა და ამიტომ ფილმს ინტერესით ვერ ვუყურეო… ვითომ სიუჟეტს გულისხმობდა – ნურას უკაცრავად! წაკითხული რომ ქონდა, მიხვდა თუ რამდენად უარესია ფილმი წიგნზე.
თუნდაც ვინსენტი რატომაა მოძალადე? წიგნში მოძალადეა – ფილმში სულაც არა. ან ის ნიღბიანი კლოუნი საიდან გაიჩითა მეხუთე ბორბლად?
ან ცოლთან მსგავსება რა ბანალური და მელოდრამატული ხერხია?
ჟონკემ დაწერა უმაგრესი წიგნი და ამან გააბანძა და მელოდრამატულ კომედიად აქცია.
LikeLike
რადგან ეს პოსტი დავწერე,იმას კი არ ნიშნავს რომ ფილმზე ავღფრთოვანდი,ზუსტად ჟონკედან გამომდინარე ვიგულიხმე,ფილმში როგორც ჰგონიათ,რადგან პედრო ქალების რეჟისორად მიაჩნიათ,კაცის (ვინსენტის) ქალზე ძალადობა კი არ ჩანს,ეს ცხოვრებაა და თავად პედროა მოძალადე ორივე სქესის მორალზე რომ ამ ფორმით გვესაუბრება-თქო)))
და გოგის მიმოხილვით ეს ფილმი მამაკაცის ფალოსის კასტრაციაა,რასაც არ ვეთანხმები,რადგან ამით პედროს ფემინისტობას ესმევა ხაზი,ლორდ.
ის კლოუნიც ძალითაა ჩაკვეხებული,რაც ისევ პედროს იმიჯს ამყარებს.
LikeLike
არის შანსი, რომ ჰოლივუდში დაარიმეიქონ. 🙂
ის უკეთესი შეიძლება გამოვიდეს. ან არ გამოვიდეს.
LikeLike
მეეჭვება ჰოლივუდმა ზუსტად ის ეფექტი შექმნას,რაც ჟონკემ წიგნით.
LikeLike
რეჟისორს გააჩნია.
მე როცა ვკითხულობდი მაშინაც უკვე ფინჩერი გამახსენდა.
LikeLike
ფინჩერზე უკეთ მე გადავიღებ,სპეც ეფექტებში მომეხმაროს 😉
LikeLike
შენი გადაღებული არაფერი მინახავს და ვერაფერს ვიტყვი.
აი ფინჩერის ფილმები კი ძალიან მომწონს. პრაქტიკულად ყველა. 🙂
LikeLike