Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘BKLYN Designs’

სასურველ სახლზე გესტ პოსტის დაწერაზე რომ დავთანხმდი, პირველი მომენტი, სადაც გავჩერდი და ფიქრი დავიწყე, იყო – დამეწერა სახლზე თუ ბინაზე? საკუთარი სახლი თითქოს უალტერნატივოდ ჯობია ბინას, მაგრამ თუ პირველის შემთხვევაში ეს ქალაქის ცენტრიდან მოშორებული ადგილი უნდა ყოფილიყო, მეორის შემთხვევაში – ბინა მეგაპოლისის ცენტრში, მრავალსართულიანი სახლის რომელიმე ზემოთა სართულზე. ორივეს თავისი პლიუსები აქვს – საკუთარი სახლი ინდივიდუალიზებულ და ეკოლოგიურ არქიტექტურას ნიშნავს, ბინა კი – დიდი ქალაქების ხედების (განსაკუთრებით ღამის) ქონის შესაძლებლობას.
ბოლოს მაინც სახლზე დაწერა გადავწყვიტე. ეს სახლი ქალაქის გარეუბანში დგას ისეთ ადგილას, რომელიც ნაწილობრივ მოშორებულია ურბანულ გარემოს, თუმცა არაა მოწყვეტილი ქალაქის ცხოვრებას და ქალაქის დიდი ნაწილის ხედიც აქვს – ამან ღამის ხედის ალტერნატივა უნდა ითამაშოს.
არქიტექტურულად ეს იქნებოდა მინიმალისტური სტილის სახლი, რომლის მასალაშიც მინიმუმამდეა დაყვანილი ბეტონი და ცემენტი და გაზრდილია ხის და შუშის როლი. სახლის გარშემო და მის ღია ტერასებზე/აივნებზე არაერთი ადგილია გამოყოფილი მცენარეებისთვის და ხეებისთვის, რომლებიც უბრალოდ კი არ დგანან, არქიტექტურაში იღებენ მონაწილეობას და განათებასთან არიან შეხამებული.

This slideshow requires JavaScript.

ინტერიერიც მინიმალისტურია – არავითარი ჩახუჭუჭებული ფორმები და ბრჭყვიალა დეტალები. ყველაფერი (more…)

Read Full Post »