სასურველ სახლზე გესტ პოსტის დაწერაზე რომ დავთანხმდი, პირველი მომენტი, სადაც გავჩერდი და ფიქრი დავიწყე, იყო – დამეწერა სახლზე თუ ბინაზე? საკუთარი სახლი თითქოს უალტერნატივოდ ჯობია ბინას, მაგრამ თუ პირველის შემთხვევაში ეს ქალაქის ცენტრიდან მოშორებული ადგილი უნდა ყოფილიყო, მეორის შემთხვევაში – ბინა მეგაპოლისის ცენტრში, მრავალსართულიანი სახლის რომელიმე ზემოთა სართულზე. ორივეს თავისი პლიუსები აქვს – საკუთარი სახლი ინდივიდუალიზებულ და ეკოლოგიურ არქიტექტურას ნიშნავს, ბინა კი – დიდი ქალაქების ხედების (განსაკუთრებით ღამის) ქონის შესაძლებლობას.
ბოლოს მაინც სახლზე დაწერა გადავწყვიტე. ეს სახლი ქალაქის გარეუბანში დგას ისეთ ადგილას, რომელიც ნაწილობრივ მოშორებულია ურბანულ გარემოს, თუმცა არაა მოწყვეტილი ქალაქის ცხოვრებას და ქალაქის დიდი ნაწილის ხედიც აქვს – ამან ღამის ხედის ალტერნატივა უნდა ითამაშოს.
არქიტექტურულად ეს იქნებოდა მინიმალისტური სტილის სახლი, რომლის მასალაშიც მინიმუმამდეა დაყვანილი ბეტონი და ცემენტი და გაზრდილია ხის და შუშის როლი. სახლის გარშემო და მის ღია ტერასებზე/აივნებზე არაერთი ადგილია გამოყოფილი მცენარეებისთვის და ხეებისთვის, რომლებიც უბრალოდ კი არ დგანან, არქიტექტურაში იღებენ მონაწილეობას და განათებასთან არიან შეხამებული.
ინტერიერიც მინიმალისტურია – არავითარი ჩახუჭუჭებული ფორმები და ბრჭყვიალა დეტალები. ყველაფერი (და ყველა ფერი) ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს და ერთიან ატმოსფეროს ქმნიდეს. ინტერიერის ფერები და განათება თბილ და ნათელ ფერებში იქნება გადაწყვეტილი, საძინებლის გამოკლებით, სადაც ოდნავ უფრო მუქ ტონებში იქნება როგორც ფერები, ისე განათება. სახლის რამდენიმე ოთახში იქნება მოწყობილი კუთხე საკითხავად – ასეთ ადგილებში იდგება წიგნის პატარა კარადები მყუდროდ მიდგმულ კომფორტულ სავარძლებთან და ტახტებთან, შესაბამისი განათებით. ტელევიზორები ამ ადგილებიდან მოშორებით იქნება კედელზე ჩამოკიდებული და წიგნის საკითხავ აურას ხელს არ შეუშლის. სახლის მთავარ, ყველაზე ფართო და სივრცულ ოთახში დაყენებული იქნება Bang & Olufsen-ის ხმის სისტემა, რომელიც დღეებს (და ღამეებს) Ambient მუსიკის რბილი ჟღერადობით გაავსებს თბილი განათების და მყუდრო ოთახების გარემოში.
სახლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება ახალი და ეკოლოგიური სისტემები – მაგალითად LED სისტემის განათება (LED ტექნოლოგიის ნათურები სტანდარტული ნათურების სიმძლავრის სინათლეს გამოსცემს მისი ენერგიის მეათედი წილის მოხმარებით და 50-ჯერ მეტი გამძლეობით (წყარო)). ჩემს სახლში სხვა ტექნოლოგიაც მოხვდებოდა, მაგალითად Google-ის ანდროიდის სისტემით მართვადი LED ნათურები, რომლის განათების რეგულირება ანდროიდზე მომუშავე ნებისმიერი მოწყობილობით შეიძლება (აღარაა საჭირო სექსის პრელუდიის დროს პარტნიორს მოწყვეტა სინათლის ჩასაქრობად, ტელეფონიდანვე დაწევ განათებას ინტიმურ დონემდე ^.^) და სტუდია 1thousand-ის ხელმძღვანელის კენზან ცუტაკავა-ჩინის (Kenzan Tsutakawa-Chinn) მიერ ამა წლის BKLYN Designs გამოფენაზე ნაჩვენები LED სისტემის მშვენიერი (და წარმომდგენის თქმით, ბოლოდ 20-ვატიანი ნათურის ენერგიის მომხმარებელი) ჭაღი. ჩემი სახლი ფართოდ გამოიყენებდა ასეთ ინოვაციურ და ეკოლოგიურ ტექნოლოგიას და ყველას დავათვალიერებინებდი, რომ მათთვისაც “გადამედო” ერთდროულად ლამაზი, ფუნქციონალური და ეკოლოგიური საცხოვრებლის ქონის, ან საკუთარი სახლის/ბინის ეკოლოგიასთან მიახლოვების სურვილი.
სურათები: decojournal.com, luxehom.com, pressenter.deviantart.com
თორნიკე,აღფრთოვანებული ვარ შენი გემოვნებით,ფერების და განათების შეხამებით,მხოლოდ ის მაინტერესებს რატომ გადაწყვიტე საძინებელი მუქ ტონალობებში?
LikeLike
მადლობა. მუქი ტონის საძინებელი იმიტომ რომ უფრო უწყობს ხელს ინტიმურ ატმოსფეროს ^.^
LikeLike
ნეტა რა ფერებში წარმოიდგინე? გახსოვდეს წითელი აღიაზიანებს და აბეზრებს,ლურჯი მადას აქვეითებს,ნაცრისფერი ერთფეროვნების გარანტია,თეთრი თრგუნავს..
LikeLike
წითელს ვერ ვიტან, ლურჯიც არ მომწონს, თეთრი მუქი არ გამოვა, აი ყავისფერთან შერეული მუქი ნაცრისფერია მგონი რაც მინდა : )
LikeLike
თეთრი უბრალოდ ვახსენე და ისე ნაცრისფერი რომ მინიმალურად გამოიყენო,მუქი ყვითელი,ნარინჯისფერი, ყავისფერი ტონალობები ჯანმრთელობის,ბედნიერების შეგრძნების, ნდობის გამყარების და აქტიურობის საკვებია 😉
LikeLike
ჰო ეგენი ინტერიერის სურათებშიც არის და შეუხამდებოდა : )
LikeLike
ex.. rogor minda otaxi chemeburad mqondes mowyobili :((
LikeLike
[…] თავდაპირველად დაიწერა როგორც გესტ პოსტი. […]
LikeLike
me yavisferi tonebi miyvars saxlshi, sitbos da simyudrovis shegrdznebas madzlevs ragacnairad… ^_^ tornike-sheni gemovneba momwons 🙂
LikeLike
მადლობა : )
LikeLike